გლობალური მშვიდობის ინდექსი 2017

გლობალური მშვიდობის ინდექსი არის მშვიდობისა და ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული მაჩვენებლი, რომელიც 23 რაოდენობრივი და თვისებრივი ინდიკატორის მიხედვით ითვლება. ინდექსი ფარავს მსოფლიო მოსახლეობის 99,3%-ს. იგი აფასებს სიტუაციას როგორც ქვეყნების, ასევე რეგიონების მიხედვით, სწავლობს მშვიდობის განვითარების დინამიკას. 2017 წელს ინსტიტუტმა მსოფლიოს 163 ქვეყნის მონაცემები შეისწავლა ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მთლიან შიდა პროდუქტში სამხედრო დანახარჯების წილი, მძიმე შეიარაღების რაოდენობა, პატიმართა რაოდენობა, მკვლელობები, ძალადობრივი დემონსტრაციები, იარაღის ხელმისაწვდომობა, დევნილები და მათი წილი მოსახლეობის საერთო რაოდენობასთან, საზოგადოების კრიმინალური დონე, შიდა კონფლიქტები, პოლიტიკური ტერორი (ადამიანის უფლებათა დაცვა) და ა.შ.

93 ქვეყანა უფრო მშვიდობიანი გახდა, 68 კი პირიქით, ნაკლებად მშვიდობიანი.

ევროპა ყველაზე მშვიდობიანი რეგიონია, აქ მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე მშვიდობაინი 10 ქვეყნიდან 8.

საქართველომ 2017 წელს ამ რეიტინგში 94-ე ადგილი დაიკავა, რაც წინა წელთან შედარებით 2 პუნქტით გაუმჯობესებული პოზიციაა. საერთო ჯამში კი, 2010 წლიდან მოყოლებული (როდესაც ქვეყანა პირველად გამოჩნდა ამ რეიტინგში), მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია. იგი 2010 წელს 149 ქვეყნიდან 142-ე ადგილზე იყო.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, 2017 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსში მათი რეიტინგი ასე გამოიყურება:

სომხეთი – 112-ე ადგილი, აზერბაიჯანი – 132-ე ადგილი, თურქეთი – 146-ე ადგილი, ყველაზე უარესი სიტუაცია კი რუსეთშია, რომელიც 151-ე ადგილს იკავებს.

მსოფლიოს ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნების ათეული მოიცავს:

აღსანიშნავია, რომ ისლანდია – 2008 წლიდან მოყოლებული (როდესაც პირველად შემუშავდა და გამოქვეყნდა ინდექსის მონაცემები) პირველ ადგილს ინარჩუნებს.

რეიტინგის ბოლოში კი შემდეგი 10 ქვეყანაა თავმოყრილი:

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს: აშშ – 114 ადგილზეა, გაერთიანებული სამეფო – 41,  გერმანია – 16, პოლონეთი – 33, იტალია – 38.

კვლევის, მეთოდოლოგიისა და მისი შედეგის სრული ტექსტის გაცნობა ინგლისურ ენაზე შესაძლებელია ამ ბმულზე. დოკუმენტი 140 გვერდისგან შედგება.

This entry was posted in Reports/researches and tagged , , , . Bookmark the permalink.

Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.