“ცუდი გოგონები” გაეროს სანქციების სიიდან

კონფლიქტების პროცესი და შედეგები ქალებზე ძალიან მძიმედ აისახება. მაგრამ შეცდომაა იმის დაშვება, რომ ისინი მხოლოდ ძალადობის მსხვერპლს წარმოადგენენ. ქალები ასევე აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა ტიპის ქმედებებში: დაწყებული უშუალოდ საბრძოლო ღონისძიებებიდა, დამთავრებული მებრძოლთა მომზადების პროცესით, მშვიდობის მშენებლობით და მოლაპარაკებებით, ასევე ადმინსიტრაციული სამუშაოს, სამედიცინო დახმარების, აღზრდით, სამეურნეო საქმიანობით და ა.შ. ასევე ბევრი ქალია ტერორისტების რიგებში, სადაც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. იმდენად მნიშვნელოვანს, რომ მათ გარეშე შეიძლება ქსელი დაიშალოს.

გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კონსოლიდირებულ სიაში 2017 წლის 16 მარტის მდგომარეობით 641 პიროვნება და 367 გაერთიანება/დაჯგუფებაა შესული. მათ შორის არის 1 საქართველოს მოქალაქე (თარხან ბათირაშვილი – ალ შიშანი) და 2 ქალი. ეს სია განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების შესახებ მოკლე მონაცემებს მოიცავს: პიროვნების სახელ(ებ)ი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა, პასპორტის ნომერი, მისამართი და სხვა ძირითადი ინფორმაცია. სიაში მოხვედრილ ადამიანს ეზღუდება გადაადგილება, არ ატარებენ მსოფლიოს არც ერთ აეროპორტში და ასევე უყინავენ საბანკო ანგარიშებს.

ვინ არის ის 2 ქალი, რომელიც გაეროს სანქციების ნუსხაში აღმოჩნდა? რა “დამსახურება” აქვთ, რისთვის ჩათვალეს რომ ისინი საშიში იყვნენ კაცობრიობისთვის?  Continue reading

Advertisements
Posted in Gender issues | Tagged , , , , , , , , , , , , | 3 Comments

ქალების თვე – ივლისი

2016 წლის წლის 6 ივლისს ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის ხმაურიანი სასამართლო დასრულდა. დასრულდა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო – პაპიძე დამნაშავედ სცნეს, უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. მგონია ამაში არავის ეპარებოდა ეჭვი – არც მათ, ვისაც მისი ციხეში ყოფნა უხაროდა და არც მათ, ვისაც პაპიძის ბრალი არ სჯეროდა.

ეს იყო უპრეცედენტო პროცესი ქართულ სამართლებრივ და საზოგადოებრივ სივრცეში – ერთდროულად სისტემისა და ღირებულებების გამოცდა. ეს იყო პროცესი, რომელმაც გაცილებით მეტი კითხვა დატოვა, ვიდრე პასუხი. ეს იყო პროცესი, რომელმაც არსებული საეჭვო და ორმაგი სტანდარტების შესახებ შეგვახსენა – დაგვანახა, რომ სამართალი ბრმა და სამართლიანი კი არა, სექსისტური და დისკრიმინაციულია. დიახ, საქმის რეზონანსიდან და დამოკიდებულებებიდან გამომდინარე, მაგდა პაპიძეს თავიდანვე არ ჰქონდა შანსები: გაზეთებმა, მედიამ, სოციალური ქსელის მომხმარებლებმა, დაუზარელმა მეზობლებმა, ჭორიკანა მისთვის უცნობმა ადამიანებმა, ალბათ (ყოფილმა) მეგობრებმაც, მარშუტკის მძღოლებმა, გამყიდველებმა, სასამართლო თუ სასჯელაღსრულების სისტემის წარმომადგენლებმა – გაარჩიეს მისი პირადი ცხოვრება, ნაცნობები, ყოველდღიური მენიუ, გემოვნება, ქორწინებამდელი და ქორწინებისდროინდელი ურთიერთობები,  უმცირესი ცვლილებები გარეგნობაში, ლაპარაკის თუ ქცევის მანერა, სექსი, მოისმინეს პროცესთან დაკავშირებული ან საერთოდ დაუაკვშირებელი ჭორ-მართალი, საფუძვლიანი ან უსაფუძვლო ბრალდებები, ყოფილი საყვარლის ფეხებზემკიდია თავისმართლებები და ყველაფერი, რის შესახებაც შეიძლება ადამიანს უნდოდეს ან არ უნდოდეს საუბარი. იგი ათას წნეხში გაატარეს, საზოგადოებრივი ქილიკისა და გაკიცხვის ობიექტად აქციეს, იარლიყები მიაწებეს, რის გამოც მაგდა პაპიძეს – როგორც ქალს, როგორც მოქალაქეს და ადამიანს – აღარ დარჩა სამართლიანი მოპყრობის, ადეკვატური სასჯელის მიღებისა და რეაბილიტაციის შესაძლელობა. იგი გახდა მოკვეთილი და საეჭვოა, ოდესმე შეძლებს თუ არა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას.  Continue reading

Posted in Gender issues | Tagged , , , , , , , , , | Leave a comment

ქუჩის პოლიტიკური ცენზურა

რამდენიმე წელია თბილისში ქუჩის ხელოვნებას ვაკვირდები – გრაფიტებს, ნახატებს: როგორ ვითარებიან, რა თემებს ეხებიან და რა მესიჯებს აწვდიან ადამიანებს.

ამ სტატიაში ზოგიერთი ნახატია, რომელიც სხვადასხვა დროს გადავიღე. ბევრი მათგანი ახლა აღარ არსებობს: კედლებიდან ჩამოფხიკეს, ის შენობა/ადგილი დაშალეს ან საღებავი გადავიდა. თუმცა პრობლემები, რომლებსაც ისინი ეხებოდა, კვლავ აქტუალური რჩება.

ამ პროცესის პარალელურად, ქალაქში გაჩდნენ ახალი არტისტები, გამოხატვის ახალი ფორმებითა და კონცეფციებით. ბოლო წლების განმავლობაში ქუჩის მხატვრობა გახდა პროტესტის აქტიური საშუალება, მისი თემატიკა გამრავალფეროვნდა: გაიზარდა პოლიტიკური და სოციალური მესიჯები; გარემოს დაცვა, შრომის უფლებები, არჩევანისა და გამოხატვის თავისუფლება, გენდერი და ქალთა უფლებები თემების მცირე ჩამონათვალია.

საინტერესოა, რომ ქუჩის არტი პოლიტიკური პარტიების საკომუნიკაციო სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი გახდა. თბილისის ქუჩებში ხშირად შეხვდებით კედელზე გაკეთებულ წარწერებს ან ნახატებს, რომლებიც რომელიმე პარტიის მესიჯებს ან მოწოდებებს გადმოსცემს.  Continue reading

Posted in Civil Activism | Tagged , , , , , , , , , , , , , , | Leave a comment

Cyberwarfare and International Law by Nils Melzer

Author: Dr. Nils Melzer

It is hardly an overstatement to say that the advent and global expansion of the Internet may prove to become the fastest and most powerful technological revolution in the history of mankind. In just 15 years, the number of individuals actively using the Internet has skyrocketed from an estimated 16 million in 1995 to more than 1.7 billion in late 2010.1 Today, states, non-state communities, business, academia and individuals have become interconnected and interdependent to a point never imaginable before. At the same time, military reliance on computer systems and networks has increased exponentially, thus opening a “fifth” domain of war-fighting next to the traditionally recognized domains of land, sea, air and outer space. This trend raises the question to what extent can existing international law be transposed to the cyber domain. Without any doubt, as a matter of principle, existing international law governs state activities wherever they are carried out, including in cyberspace. However, applying pre-existing legal rules, concepts and terminology to a new technology may entail certain difficulties in view of the specific characteristics of the technology in question.

Continue reading

Posted in Cyber Security, Reports/researches | Tagged | Leave a comment

ჭარბწონიანი ქალების “უჩინარი” დისკრიმინაცია ტანსაცმლის მაღაზიებში

“- ერთ ადგილას რომ დავიკლებ, მერე ჩავიცვამ ამას.

– ახლაც ძაან კარგად შეგიძლია.

– ერთი 10 კილო მინდა კიდე.”

” – მეგონა რომ ჩამეტეოდა.”

“- პირობას გაძლევ დავიკლებ”,

m1” – მაისში გამხდარი ვიქნები და ამასაც ჩავიცვამ” – ასეთ დიალოგებს ხშირად გაიგონებთ ტანსაცმლის მაღაზიების გასახდელებში. ისინი ერთგვარი “აღსარების ოთახებია”, სადაც ქალები გულწრფელად (და დანანებითაც) გამოთქვამენ თავიანთ სურვილებს. ხშირად გოგონები ისინჯავენ 5, 10, 15 ჩასაცმელს და საბოლოოდ ყიდულობენ 1 ან 2-ს. იმიტომ კი არა რომ არ მოსწონთ – იმიტომ, რომ ყველაზე დიდი ზომებიც კი არ მოერგოთ: უფრო პატარა აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინათ. გასასინჯი ოთახები იმედგაცრუებების უზარმაზარ ტალღას იტევს: აქ ქალები ოხვრა-კვნესით ემშვიდობებიან ლამაზად ჩაცმის ოცნებებს, სასურველ კაბებს, შარვლებს, პიჯაკებს და იძულებული არიან დაიწყონ ფიქრი “1 კილოს,”, “10 კილოს”, “5 კილოს” დაკლებაზე, ფორმების კორექციაზე, ხელების გახდომაზე, უფრო თხელი უკანალის ან უფრო პატარა მკერდის ნატვრაზე და ა.შ. “ოღონდ ამ კაბაში ჩაეტიონ” და საკუთარი ჯანმრთელობის მსხვერპლშეწირვას იწყებენ.  Continue reading

Posted in Gender issues | Tagged , , , , , , , | 7 Comments

საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი თბილისში

საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი თბილისში, რუსთაველის გამზირ #3-ში მდებარეობს. იგი იმ პერიოდის დოკუმენტურ მოგონებებს ინახავს, რომელიც საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლასთან და მათ მიერ წლების განმავლობაში განხორციელებულ რეპრესიებთან არის დაკავშირებული. წარმოდგენილი ექსპონატები სხვადასხვა დროს განხორციელებულ ტრაგიკულ მოვლენებს ასახავს, დაწყებული 1921 წლის ოკუპაციიდან, დამთავრებული თანამედროვეობით. მუზეუმი გაიხსნა 2006 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

მუზეუმში გამოფენილია მრავალი ფოტო, ვიდეო და დოკუმენტური მასალა, რომლებიც საბჭოთა პერიოდში განხორციელებულ რეპრესიებს, ასევე ქართული სახელმწიფოებრიობის ახალ ისტორიას ასახავს: დამოუკიდებლობის მოპოვებას, გაუთავებელი ბრძოლებს, გაღებულ მსხვერპლს, თავისუფლებისთვის თავგანწირული მამულიშვილების ამბებს… ძალიან შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი ადგილია, რომელიც მნახველს ერთდროულად მწუხარებით და სიამაყით აღავსებს.

ეს ისტორიული, თითქმის 100 წლის ვაგონია. იგი ყველაზე დიდ საგამოფენო სივრცეს იკავებს: მთელ კედელზეა მიმაგრებული. ხვრელები, საიდანაც სინათლის სხივები იჭრება, სიძველისგან არ არის დაზიანებული. ისინი იმ ტყვიების კვალია, რომლითაც 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მონაწილეები დახვრიტეს: ზესტაფონის ჩიხში რამდენიმე ვაგონში გამომწყვდეულ ხალხი ტყვიამფრქვევებით დაცხრილეს. ეს საბჭოთა საქართველოს გარიჟრაჟის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ფურცელია, დიდი რეპრესიების დასაწყისი.

1

ვაგონის გარდა მუზეუმში კიდევ ბევრი ექსპონატი ასახავს სასტიკ და დამთრგუნველ საბჭოთა რეალობას. ეს პატარა ფურცელი მასობრივი რეპრესიების ერთ-ერთი მტკიცებულებაა: იგი ადასტურებს რამდენიმე ადამიანის დახვრეტას. Continue reading

Posted in Peace and Conflict Monuments | Tagged , , , , , , , | 3 Comments

გენერატორი 9.8 და საერთო სამუშაო სივრცე

generator_9-8_logo1_s ბევრი დამწყები ორგანიზაციისთვის ოფისის დაქირავება ფუფუნებაა: არ შეუძლიათ გაიღონ ხარჯები, რომლებიც ხშირად მათ ხელფასზე მეტია. ეს ფაქტორი კი საქმიანობისთვის ხელსშემშლელი პირობა ხდება.  ზოგს შეიძლება მობეზრებული აქვს ერთფეროვანი საოფისე სიტუაციები და სურს სადმე წყნარ ადგილას დაჯდეს, მშვიდად იმუშაოს. ან – რამდენიმე საათით სჭირდება ადგილი შეხვედრისთვის, ტრენინგის/ვორქშოფის ჩასატარებლად.

გენერატორი 9.8-ის საერთო სამუშაო სივრცე ასეთი შემთხვევებისთვის ზედგამოჭრილია: შეგიძლიათ მისი სერვისებით ისარგებლოთ ნებისმერი პერიოდით: ერთი დღის, მთელი კვირის ან თვის, თუნდაც რამდენიმე საათის განმავლობაში. გენერატორის სამუშაო სივრცით სარგებლობის საათებია: ორშაბათი-პარასკევის განმავლობაში 10.00-დან 19:00-მდე, შაბათს – 11.00-დან 19:00-მდე. იგი ღიაა ნებისმიერი ორგანიზაციის ან ინდივიდისთვის.  Continue reading

Posted in Uncategorized | Tagged , , , | Leave a comment