“სამოთხე ახლა”

“სამოთხე ახლა” (Paradise Now) 2005 წელს გადაღებული ოქროს გლობუსის მფლობელი ფილმია.

ფილმში თითქოს მშვიდად მიდის ყველაფერი, არაა ბათქაბუთქი, ჰოლივუდური მძიმე მუსიკა, არც ბევრი დევნა და საგზაო ავარიები… ეს ორი პალესტინელი მამაკაცის ისტორიაა – მათი ოჯახების, შინაგანი ბრძოლების, ღირებულებების…

საიდი და ხალედი თელავივში თვითმკვლელი მისიისთვის ემზადებიან. დაიდს ჰყავს დედა, რომელიც წლების წინ მსგავსი მისიის დროს დაუქვრივდა. ჰყავთ მეგობრები და ნაცნობები. ურთიერთობა აქვთ ჯგუფთან, რომელიც საიდუმლო ადგილას იკრიბება და ვიდეოებს იღებს – ყველასთვის და იმ ადამიანებისთვისაც ვინც ნამდვილად უყვართ. ისინი ისრაელზე შურისძიებას გეგმავენ.

ფილმში ჩანან ჩვეულებრივი ადამიანები თავიანთი ყოველდღიური პრობლემებით. მატ უყვართ დედა და სიკვდილის გზაზე მიმავლებიც კი მასზე ფიქრობენ, ზრუნავენ. პატარა სამზარეულოში გამომცხვარ ზეთიან პურებს სხვებთან იყოფენ… Continue reading

Posted in Reviews | Tagged , | Leave a comment

სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალები

ჰარვარდის უნივერსიტეტის სტატია იურიდიულ ჟურნალებში გამოქვეყნების შესახებ

ამერიკის პოლიტიკის მეცნიერებათა ასოციაციის ჟურნალების დირექტორიები და რესურსები

ილიაუნის ელექტრონული პუბლიკაცია, სადაც მოცემულია რამდენიმე საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალების მოძიებისათვის აუცილებელი ინსტრუქციები.

 

Posted in Uncategorized | Tagged | Leave a comment

გლობალური მშვიდობის ინდექსი 2018

გლობალური მშვიდობის ინდექსი არის მშვიდობისა და ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული მაჩვენებლი, რომელიც 23 რაოდენობრივი და თვისებრივი ინდიკატორის მიხედვით ითვლება. ინდექსი ფარავს მსოფლიო მოსახლეობის 99,3%-ს. იგი აფასებს სიტუაციას როგორც ქვეყნების, ასევე რეგიონების მიხედვით, სწავლობს მშვიდობის განვითარების დინამიკას. 2017 წელს ინსტიტუტმა მსოფლიოს 163 ქვეყნის მონაცემები შეისწავლა ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მთლიან შიდა პროდუქტში სამხედრო დანახარჯების წილი, მძიმე შეიარაღების რაოდენობა, პატიმართა რაოდენობა, მკვლელობები, ძალადობრივი დემონსტრაციები, იარაღის ხელმისაწვდომობა, დევნილები და მათი წილი მოსახლეობის საერთო რაოდენობასთან, საზოგადოების კრიმინალური დონე, შიდა კონფლიქტები, პოლიტიკური ტერორი (ადამიანის უფლებათა დაცვა) და ა.შ. Continue reading

Posted in Reports/researches | Tagged , , , , | Leave a comment

ქაშუეთის მიწისქვეშის სტრიტ არტი

ქაშუეთის მიწისქვეშა გადასასვლელი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია სტრიტ არტისთვის. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ალბათ იშვიათად ყოფილა პერიოდი, რომ აქ არ გაეკეთებინოთ წარწერა, ნახატი – კონკრეტული მოვლენების მიმართ პროტესტის გამოსახატავად, პოზიციის დასაფიქსირებლად, ან უბრალოდ, კედლის გასალამაზებლად. ამ ნამუშევრებს სხვადასხვანაირად ეპყრობიან – ზოგს მალევე შლიან, ზოგი შედარებით დიდხანს ძლებს.

აქ მოცემული ფოტოები წლების განმავლობაში გადავიღე. ისინი საინტერესოდ წარმოაჩენენ როგორც კონკრეტულ არტისტებს, ასევე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებს, ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს.  Continue reading

Posted in Civil Activism, Uncategorized | Tagged , , , , , , , , , , | Leave a comment

ტრიბუნალი

საერთაშორისო სამართალში ამ ტერმინს ზოგჯერ იყენებენ იმ სასამართლოების აღსანიშნავად, რომლებიც შექმნილია განსაკუთრებული მიზნებისთვის, როგორიცაა საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი რუანდასთვის, ან საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიისთვის, რომლებიც დააარსა გაეროს უშიშროების საბჭომ.

Posted in Peace Terms | Tagged , , , , | Leave a comment

მასობრივი განადგურების იარაღი

ტერმინი, როგორც წესი, ეხება ბირთვულ, ბიოლოგიურ ან ქიმიურ იარაღს. იარაღებს, რომელიც ამ კატეგორიებში არ შედის, ზოგადად უწოდებენ ჩვეულებრივ იარაღს, მიუხედავად მათი დამანგრეველი ძალისა.

Posted in Peace Terms | Tagged , , , , | Leave a comment

შესაძლებლობის ფანჯარა

დროის მოკლე მონაკვეთი, რომლის დროსაც გარკვეული მცდელობის წარმატების შანსები საკმაოდ იზრდება. მოლაპარაკებებში ეს შესაძლებლობა ხშირად წარმოიქმნება ლიდერების შეცვლის, შეცვლილი სამხედრო სიტუაციის ან გარე მოვლენების გამო, რომელსაც გავლენა აქვს კონფლიქტზე.

Posted in Peace Terms | Tagged , , , | Leave a comment

ძალადობა

ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ძალა, რომელიც გამოიყენება მუქარის, დაზიანების, ადამიანის ან ქონების ბოროტად გამოყენების მიზნით. საერთაშორისო ურთიერთობებში ძალადობრივი კონფლიქტი როგორც წესი ნიშნავს ორგანიზებულ ჯგუფებს შორის პოლიტიკური ინტერესების შეხლას, რომელსაც ახასიათებს მდგრადი და ფართომასშტაბიანი ძალის გამოყენება. სტრუქტურული ძალადობა ეხება იმ უთანასწორობებს, რომლებიც ჩაშენებულია სოციალურ სისტემაში, მაგალითად, უთანასწორობები შემოსავლის განაწილებაში. იხილეთ ასევე კონფლიქტი და ომი.

Posted in Peace Terms | Tagged , , , , , | Leave a comment

გლობალური მშვიდობის ინდექსი 2017

გლობალური მშვიდობის ინდექსი არის მშვიდობისა და ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული მაჩვენებლი, რომელიც 23 რაოდენობრივი და თვისებრივი ინდიკატორის მიხედვით ითვლება. ინდექსი ფარავს მსოფლიო მოსახლეობის 99,3%-ს. იგი აფასებს სიტუაციას როგორც ქვეყნების, ასევე რეგიონების მიხედვით, სწავლობს მშვიდობის განვითარების დინამიკას. 2017 წელს ინსტიტუტმა მსოფლიოს 163 ქვეყნის მონაცემები შეისწავლა ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მთლიან შიდა პროდუქტში სამხედრო დანახარჯების წილი, მძიმე შეიარაღების რაოდენობა, პატიმართა რაოდენობა, მკვლელობები, ძალადობრივი დემონსტრაციები, იარაღის ხელმისაწვდომობა, დევნილები და მათი წილი მოსახლეობის საერთო რაოდენობასთან, საზოგადოების კრიმინალური დონე, შიდა კონფლიქტები, პოლიტიკური ტერორი (ადამიანის უფლებათა დაცვა) და ა.შ.

93 ქვეყანა უფრო მშვიდობიანი გახდა, 68 კი პირიქით, ნაკლებად მშვიდობიანი. Continue reading

Posted in Reports/researches | Tagged , , , | Leave a comment

ტრიგერი

მოვლენა, რომელიც ბიძგს აძლევს ან აჩქარებს კონფლიქტის დაწყებას (მაგალითად, ლიდერის მკვლელობა, არჩევნების გაყალბება, ან პოლიტიკური სკანდალი).

Posted in Peace Terms | Tagged , , , , | Leave a comment